უჩა ნანუაშვილი, სუს-ში მისვლაზე უარს ამბობს და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

როგორც ნანუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.

„მისვლას არ ვაპირებ. ვუთხარი გამომძიებელს, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მსურდა. დიახ, მოვითხოვე გამოკითხვა სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. პასუხი და მათი გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცი“,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ნანუაშვილმა „ფეისბუქზე“ თავად დაწერა. მისი თქმით, უწყებაში „ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა“ დაბარებული.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს