ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის სამ რაიონში სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას დაარტყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანში, შირაზსა და თავრიზში დარტყმების დროს ისრაელის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა ათობით ბომბი ჩამოაგდეს.
მათივე ინფორმაციით, თეირანში უსაფრთხოების ძალების სხვადასხვა შტაბ-ბინები დაბომბეს, მათ შორის ირანის დაზვერვის სამინისტროსა და პარამილიტარული ძალის, „ბასიჯის“, შტაბ-ბინები, ასევე ობიექტები, რომელსაც დრონების, ბალისტიკური რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესანახად და გასაშვებად იყენებდნენ.
ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალებმა შირაზში ირანის შიდა უსაფრთხოების ძალების შტაბ-ბინა და ბალისტიკური რაკეტების საწყობი დაბომბეს. თავრიზში კი ისრაელის გამანადგურებლებმა საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, აღნიშნული დარტყმები „ირანის ტერორისტული რეჟიმის ძირითად სისტემებსა და შესაძლებლობებზე დარტყმების გაღრმავების ფაზის“ ნაწილია.