ბათუმში, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკასთან სპეცოპერაციის დროს დაშავებული ქალის ოჯახის წევრები იმყოფებიან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ექსპერტების ჩართვას ითხოვენ

ბათუმში, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკასთან, სადაც სპეცოპერაციის დროს დაშავებული ქალია მოთავსებული, ოჯახის წევრები იმყოფებიან და ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.

მათი თქმით, 68 წლის ქალი, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ხვიჩა დუმბაძის დედაა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქალი კლინიკიდან უკვე გაწერეს, თუმცა ისინი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ითხოვენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ექსპერტები ჩაერთონ და გამოძიება დაიწყოს იმის თაობაზე, რა პროცედურები ჩაუტარდა ქალს კლინიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სამედიცინო დაწესებულებიდან გაყვანას არ აპირებენ.

ოჯახი ამბობს, რომ სპეცოპერაციისას სამართალდამცავები დაკავებულთა სახლებში გაუფრთხილებლად შეიჭრნენ და უდანაშაულო ადამიანები დააკავეს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს