The Times of Israel - ისრაელის მიერ გასულ ღამეს ირანში განხორციელებული დარტყმების სამიზნე ალი ლარიჯანი იყო

ისრაელის მიერ გასულ ღამეს ირანში განხორციელებული დარტყმების სამიზნე ალი ლარიჯანი იყო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, ირანის მასშტაბით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე საჰაერო იერიშების ერთ-ერთი სამიზნე ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი იყო.

მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მდგომარეობაშია ლარიჯანი.

„ღამით ლიკვიდაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შედეგები დაფიქსირდა, რამაც შესაძლოა, სამხედრო კამპანიასა და ისრაელის თავდაცვის ძალების მისიაზე გავლენა მოახდინოს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა.

ასევე, გამოცემა წერს, რომ ლარიჯანის გარდა ღამით ირანში განხორციელებული დარტყმების კიდევ ერთი სამიზნე პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი, აკრამ ალ-აჯური იყო.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს