რელიგიის სააგენტომ 2023-2025 წლების ანგარიში დაასრულა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2023-2025 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშზე მუშაობა დაასრულა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ორგანიზაციის ანგარიშში ასახულია: რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2023-2025 წლებში, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წ.წ.) ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები, რელიგიური შემწყნარებლობის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები, შშმ პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მხრივ გაწეული აქტივობები, სახელმწიფოს ურთიერთობა რელიგიურ ორგანიზაციებთან, რელიგიის სააგენტოს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში, შეხვედრები და საქველმოქმედო აქციები, ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2023-2025 წლების ანგარიში ატვირთულია სააგენტოს ვებ გვერდზე - https://religion.gov.ge.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს