ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ინფორმაციით, კავკასიის მედიცინის ცენტრში კონსილიუმია შეკრებილი და შემდეგ გააკეთებენ დამატებით კომენტარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„კონსილიუმია, გამოვლენ და მოგახსენებენ [ინფორმაციას] “,- აღნიშნა ჟურნალისტებთან მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა.
დეკანოზ ალექსანდრეს განცხადებით კი, ამ ეტაპზე არ იგეგმება უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანა ან პატრიარქის სხვა ქვეყანაში გადაყვანა.
„სტაბილურად, კარგად არის. ნორმალურად. არ იგეგმება [უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანა ან გადაყვანა]. პატრიარქი ბედნიერია და ჩვენც ბედნიერები ვართ. კარგად არის, ნორმალურად“,- აღნიშნა დეკანოზმა.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.