ევროკავშირის დაფინანსებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მონაწილეობით ერაზმუს+ Virtual Exchange პროექტი - VITAL - Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies, and Research Excellence დაიწყო, რომელიც სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან (ესპანეთი) პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია.
VITAL პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადრეული კარიერის აკადემიური პერსონალის გაძლიერებას.
პროექტი პასუხობს აკადემიური ლიდერობის, მენტორობის, ციფრულ და ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებული პედაგოგიკის, კვლევითი უნარების და ციფრული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. VITAL-ის ფარგლებში შემუშავდება მდგრადი და მასშტაბური პროფესიული განვითარების მოდელი, რომელიც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს, ინკლუზიურობას, ვირტუალურ თანამშრომლობასა და აკადემიურ კეთილსინდისიერებას.
პროექტი მოიცავს ტრენინგებს აკადემიური ლიდერობისა და რბილი უნარების მიმართულებით, ციფრული და AI ინტეგრირებული პედაგოგიკის განვითარებასა და კვლევითი კომპეტენციების გაძლიერებას მენტორობისა და მეთოდოლოგიური ვორქშოპების გზით, ასევე, ინსტიტუციურ პრაქტიკაში ევროპული ღირებულებების განმტკიცებას პოლიტიკის ინტეგრაციისა და ინკლუზიური ლიდერობის ჩარჩოების დანერგვით.
VITAL განხორციელდება ხუთი სამუშაო პაკეტის ფარგლებში და ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებში პროფესიული განვითარების სისტემურ გაძლიერებასა და მდგრად ინსტიტუციურ ცვლილებებს.
(R)