აჭარაში სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული 80-მდე პირი თბილისსა და ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადანაწილებული.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი „ინტერპრესნიუსთნ” საუბრისას აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბ.ქ. ქურდულ სამყაროსთან საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებითაა დაკავებული.
ადვოკატის თქმით, დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ აქვს.
„დაკავებულია ერთი პირი ბ.ქ., ვიცავ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაზე, ჯერ საქმის მასალები არ გადმოუციათ. დაკავებული თბილისშია გადაყვანილი, გამთენიისას დააკავეს, ზოგადად ვიცი, რომ დაკავებულები 80-მდე პირია, აჭარის მასშტაბით. ნაწილის ბათუმში და თბილისშია გადაყვანილი”,- აცხადებს ადვოკატი ზაზა პაპიძე.