ირანი და ერაყი ერაყული ნავთობტანკერების ჰორმუზის სრუტეში გატარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ირანი და ერაყი ერაყული ნავთობტანკერებისთვის ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტის დაშვების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, - ამის შესახებ ერაყის ნავთობის მინისტრმა ჰაიან აბდულ-ღანიმ განაცხადა.

„ირანთან კომუნიკაცია მიმდინარეობს ზოგიერთი ერაყული ნავთობტანკერის გავლის დაშვების საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნავთობის მინისტრმა.

ერაყული მედია იუწყება, რომ ქვეყანაში ნავთობის წარმოება დღეში 1.2 მილიონ ბარელამდე შემცირდა, ომამდე კი ეს მაჩვენებელი 4.3 მილიონ ბარელს შეადგენდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერაყი ცდილობს კირკუკ-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით თურქეთში ექსპორტი განაახლოს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს