თანამედროვე სამყაროში სამედიცინო სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიურ პროგრესთან. პაციენტისთვის დღეს გადამწყვეტია არა მხოლოდ დიაგნოზის დასმა, არამედ მკურნალობის ისეთი მეთოდის შრჩევა, რომელიც მაქსიმალურად დამზოგველი, ზუსტი და უსაფრთხოა. „ავერსის კლინიკა“ საქართველოში ამ მიმართულებით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, რაც დასტურდება უახლესი თაობის აპარატურით, რომლის ანალოგებიც მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში გამოიყენება.
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ იმ რევოლუციურ ტექნოლოგიებს, რომლებმაც ქართველ პაციენტებს საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება მოუხსნა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ქართულ სამედიცინო სფეროში არის Gamma Knife Esprit-ის დანერგვა ავერსის კლინიკაში . ეს რადიოქირურგიული მეთოდი მსოფლიოში “ოქროს სტანდარტად” არის აღიარებული
ბევრი პაციენტისთვის სიტყვა „დანა“ ქირურგიულ ჩარევასთან ასოცირდება, თუმცა Gamma Knife სინამდვილეში არაინვაზიური (უსისხლო) მეთოდია. აპარატი მუშაობს მცირე სიმძლავრის გამა სხივების გამოყენებით. სპეციალური ჩაფხუტის მეშვეობით, ეს სხივები სხვადასხვა მხრიდან მიემართება დაზიანებული ქსოვილისკენ. ცალ-ცალკე სხივები იმდენად სუსტია, რომ ჯანმრთელ ქსოვილს არ აზიანებს, თუმცა მათი ფოკუსირების წერტილში (პათოლოგიის ადგილას) იქმნება უდიდესი ენერგია, რომელიც ანადგურებს სიმსივნეს ან სხვა დაზიანებას.
Gamma Knife-ის სპექტრი საკმაოდ ფართოა და მოიცავს ისეთ შემთხვევებსაც, რომლებიც ადრე ოპერაციას არ ექვემდებარებოდა:
კანის დაავადებების, მათ შორის მელანომის ადრეული დიაგნოსტიკისთვის „ავერსის კლინიკაში“ დანერგილია FotoFinder ATBM master – უახლესი ტექნოლოგია, რომელიც კანის ციფრულ ფოტო-რუკას ქმნის.
ეს პროცედურა, რომელსაც Body Mapping ეწოდება, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მუშაობს. პროცესი შემდეგნაირია:
გამოკვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სხეულზე 25-ზე მეტი ხალი აქვს, ხშირად სარგებლობს სოლარიუმით, ჰქონია კანის სიმსივნე ან აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა.
გამაფრთხილებელი ნიშნები: თუ შეამჩნევთ ხალის ფერის, ზომის, სისქის ცვლილებას, სისხლდენას ან გაწითლებას მის გარშემო, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს.
ზუსტი დიაგნოზი ეფექტური მკურნალობის საფუძველია. „ავერსის კლინიკა“ აღჭურვილია Philips-ის ფლაგმანი მანიტურ რეზონანსული ტომოგრაფია.
ემერჯენს მდგომარეობებში კომპიუტერული ტომოგრაფია შეუცვლელია. „ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ფილიალი აღჭურვილია Canon Aquilion One Genesis – 640 შრიანი კატე-თი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით მუშაობს.
თუ გსურთ დაემშვიდობოთ სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს, „ავერსის კლინიკაში“ ხელმისაწვდომია გერმანული Carl Zeiss-ის უახლესი ტექნოლოგია – VisuMax 800.
„ავერსის კლინიკაში“ მაღალტექნოლოგიური კვლევები უახლესი, თანამედროვე აპარატურის საშუალებით ტარდება, რაც უზრუნველყოფს დიაგნოსტიკის მაღალ სიზუსტეს, ხარისხიან გამოსახულებასა და პაციენტისთვის კომფორტულ კვლევის პროცესს.
მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მაღალტექნოლოგიური კვლევა თუ პროცედურა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. სანამ რომელიმე კვლევას დაგეგმავდეთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან .
(R)