ლატვიის საგარეო მინისტრის მოადგილე - ის, რაც საქართველოში ხდება, ქვეყანას პუტინის რეჟიმთან აახლოებს

ვწუხვართ, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ქვეყანას პუტინის რეჟიმთან აახლოებს და ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არტომს ურსულსკისმა „ევროსკოპს“ განუცხადა.

მისი თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, საკმაოდ შემაშფოთებელია.

„ლატვია საქართველოს დემოკრატიული ძალებისთვის ყოველთვის საკმაოდ ძლიერი პარტნიორი იყო. გასულ თვეებში მივიღეთ რამდენიმე გადაწყვეტილება საქართველოში დემოკრატიული მოძრაობის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. ვწუხვართ, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ქვეყანას პუტინის რეჟიმთან აახლოებს და ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს. მაგრამ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ მხარეს საქართველოში და თუ არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას, მზად ვართ, გამოვიყენოთ ისინი“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს