მიხეილ სარჯველაძე - გამართულ კონსილიუმზე გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა - ითქვა, რომ მკურნალობა სწორედ ისე მიმდინარეობს, როგორც უნდა მიმდინარეობდეს

გამართულ კონსილიუმზე გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა, მისი დადებითი/უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება იყოს პერსპექტიული ხედვის საფუძველი, რა პესიმისტური და ამ შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ კავკასიის მედიცინის ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კონსილიუმზე ითქვა, რომ „მკურნალობა სწორედ ისე მიმდინარეობს, როგორც უნდა მიმდინარეობდეს“.

„საზოგადოებრივი ინტერესი აბსოლუტურად ლოგიკურია. ყველას აინტერესებს, რა თქმა უნდა, მდგომარეობაც, მკურნალობის პერსპექტივებიც და ყველაფერი ამ საკითხთან დაკავშირებული. გამართულ კონსილიუმზე, რა საკვირველია, არც იყო მოლოდინი, რომ საბოლოო პოზიციები დაფიქსირდებოდა და რაღაც მზა გადაწყვეტილებები იარსებებდა. გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა, მისი დადებითი/უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება იყოს პერსპექტიული ხედვის საფუძველი, რა პესიმისტური და ამ შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა. რეალურად, გაანალიზდა და შესაბამისად ითქვა, რომ მიმდინარეობს მკურნალობა სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. სხვა ალტერნატივა ამ წუთას რეალურად არ არსებობს. მდგომარეობაზე დასაწყისშიც ვთქვი, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ რაიმე ფორმულირების მოძებნისგან.

ყველანი უკმაყოფილოები ვართ არსებული მდგომარეობით, ყველას გვაქვს მეტის და უკეთესის სურვილი და მოლოდინი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამისთვის უკლებლივ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამაზე მეტად სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა.

რაც შეეხება კონსილიუმზე გამოთქმულ რჩევებს, მოსაზრებებს და ა.შ. მთავარი, რაც გამოიკვეთა, ეს არის ის, რომ უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში. ახლა ძალიან ბევრი დამოკიდებულია ასაკის, მდგომარეობის, ყველაფრის გათვალისწინებით. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ორგანიზმზე. ყველაფერი ეს მოგვცემს შესაძლებლობას, თუნდაც რამდენიმე საათის შემდგომ ახალი მსჯელობა გაიმართოს ახალ მონაცემებზე დაყრდნობით“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.

მინისტრმა უპასუხა კითხვას: „არის თუ არა პროგრესი?“ რაზეც სარჯველაძემ აღნიშნა, რომ „არის“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „ანალიზების მონაცემები კომპლექსურია, არის ბევრი ინდიკატორი, რომელშიც ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში კი, უარყოფითი“.

„იმდენად კომპლექსურია ანალიზების მონაცემები და ა.შ.. იქ არ არსებობს ერთი და ორი, იქ არის ძალიან ბევრი ინდიკატორი, რომელშიც ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება იყოს უარყოფითი. ამას სჭირდება კომპლექსურად შეფასება და დინამიკაში დაკვირვება. ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი.

მე ექიმი არ გახლავართ პირადად, მაგრამ რა საკვირველია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორც ამ ქვეყნის უბრალო მოქალაქე, დიდი ინტერესისა და დიდი გულშემატკივრობის გამო, თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ. იმავდროულად, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ ამ მკურნალობის პროცესს არაფერი არ დააკლდეს. ასევე, რაც შეიძლება, რომელიმე ამ მყოფმა ექიმმა ჩათვალოს, რომ მკურნალობის ეფექტიანობისთვის მიზანშეწონილია, არსებობდეს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, ამას უკლებლივ შევასრულებთ“,- აღნიშნა მინისტრმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს