ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტს ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზთან აუდიენციით დაიწყებს.

ზელენსკი, ლონდონის დროით დაახლოებით 14:40 საათზე, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკის, კირ სტარმერის და ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. მოგვიანებით, ზელენსკი მარკ რუტესთან ცალკე შეხვედრას გამართავს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართავს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს