ევროკავშირმა უკრაინას ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარება შესთავაზა - უკრაინა შეთავაზებას დასთანხმდა

ევროკავშირმა უკრაინას ნავთობსადენ „დრუჟბას“ ფუნქციონირების აღსადგენად ტექნიკური და ფინანსური დახმარება შესთავაზა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ერთობლივად ავრცელებენ.

„27 იანვარს მილსადენ „დრუჟბაზე“ რუსეთის მხრიდან დარტყმების განახლების შემდეგ, რამაც უნგრეთსა და სლოვაკეთში ნედლი ნავთობის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია, ჩვენ და ჩვენმა გუნდებმა ყველა დონეზე ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ წევრ სახელმწიფოებთან და უკრაინასთან, რათა უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის მიწოდება აღვადგინოთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანტონიო კოშტას ინფორმაციით, უკრაინამ ტექნიკურ მხარდაჭერასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით ევროკავშირის შეთავაზება მიიღო.

„ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური მხარდაჭერა და დაფინანსება შესთავაზა. უკრაინელებმა ეს შეთავაზება დადებითად მიიღეს. ევროპელი ექსპერტები მზად არიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანტონიო კოშტა ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის პრიორიტეტია ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროპის ყველა მოქალაქისთვის.

„ამ თვალსაზრისით, ევროკომისია გააგრძელებს დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არარუსული ნედლი ნავთობის ტრანზიტის ალტერნატიული მარშრუტების შესარჩევად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, უნგრეთმა გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვას და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მანამ, სანამ მილსადენ „დრუჟბას“ საშუალებით ნავთობის მიწოდება შეჩერებული იქნება. უნგრეთსა და სლოვაკეთს მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება იანვრის ბოლოდან აქვთ შეჩერებული. კიევი აცხადებს, რომ მილსადენი რუსეთის დარტყმამ დააზიანა, სლოვაკეთი და უნგრეთი ნავთობის მიწოდების შეფერხებაში უკრაინას ადანაშაულებენ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს