ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოჯთაბა ხამენეიმ სახე უნდა გამოაჩინოს, ეს უკვე უხერხული ხდება

მოჯთაბა ხამენეიმ სახე უნდა გამოაჩინოს, ეს უკვე უხერხული ხდება, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.

„მოჯთაბა ხამენეი ჯერ კიდევ არ გვინახავს. მან სახე უნდა გამოაჩინოს. შეუძლია დამალვა გააგრძელოს, მაგრამ ეს უკვე უხერხული ხდება“, - განაცხადა გიდეონ საარმა.

მისი თქმით, ირანის რეჟიმის დამხობა მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია.

„ჩვენი ქმედებები ირანის რეჟიმის რეპრესიულ მექანიზმს ასუსტებს. მისი დამხობა კი მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია. თუმცა, გარედან დახმარების გარეშე, ირანელი ხალხი საკუთარი თავის გათავისუფლებას ვერ შეძლებს“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე, საარმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანისა და ირანის გასამხედროებული დაჯგუფების, „ბასიჯის“ მეთაურის, ღოლამრეზა სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ ირანელი ხალხი „უფრო უსაფრთხოდ“ არის.

„აშშ-ის მიერ ალი ლარიჯანის თავზე 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო იყო დაწესებული. ჩვენ ეს უფასოდ გავაკეთეთ“, - განაცხადა საარმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს