გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 მარტს 01:30-იდან 02:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაფეტვრები, თხინვალა, მუხათწყარო, ლისი, ნახშირგორა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამოში, ახალუბანში, კოტორაანთკარში, ბიწმენდსა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-იდან 12:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დავათი, ჭოპორტი, ნოჯიკვეთი, ლაფანაანთკარი, კოშკასყელი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-იდან 11:10 საათამდე და 13:00-იდან 13:10 საათამდე აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, ღვინჯილიას, წიწამურის, გამარჯვების, მუხრანის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს