ბატონო ირაკლი, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა! თქვენ ამ მანკიერი სისტემის ისეთივე ინსტრუმენტი ხართ, როგორიც იყვნენ თქვენი წინამორბედები ბატონი ღარიბაშვილი და ბატონი ლილუაშვილი! , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
ბერდია სიჭინავას თქმით, მარნეულში „ვიღაც ადამიანების დაჭერით“ კმაყოფილი ვერ იქნება.
„შეერთებული შტატების მიერ კორუფციისთვის არის სანქცირებული სასამართლო გავლენის ჯგუფის წევრები მურუსიძე, ჩინჩალაძე, სხვა ადამიანები, რომლებიც ძალიან სისტემურ პრობლემას წარმოადგენდნენ წინა ხელისუფლების დროსაც, რომელიც შეიფარეს ამ ხელისუფლების დროს, აღაზევეს სასამართლო სისტემაში. ეს ადამიანები კორუფციისთვის არიან სანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან. ახლა გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, რაკი მარნეულში სადღაც დაიჭირეს ვიღაც ადამიანი და ყველანი კმაყოფილი უნდა ვიყოთ?! ბატონო ირაკლი, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა! თქვენ ამ მანკიერი სისტემის ისეთივე ინსტრუმენტი ხართ, როგორიც იყვნენ თქვენი წინამორბედები ბატონი ღარიბაშვილი და ბატონი ლილუაშვილი!“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.