საზღვარგარეთიდან ელოდებიან ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა შეაფასონ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - ამის შესახებ სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დეკანოზის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია გაჟღერდა შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა.
„მედპერსონალი შეხვდა საზოგადოებას, სადაც იყვნენ როგორც სასულიერო პირები, ასევე, საერო ადამიანები და განაცხადეს, რომ მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა სამედიცინო და ადამიანური რესურსი ჩართულია ამ განკურნების, სასწაულებრივი გაუმჯობესების ვითარებაში. მათ დაადასტურეს თავიანთ სიტყვაში, რომ ელოდებიან ძალიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს საზღვარგარეთიდან, რომლებიც მოდიან საქართველოში, რათა თავიანთი გამოცდილებით, კიდევ ერთხელ, შეხედონ არსებულ ვითარებას და თავიანთი სიტყვა თქვან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
იქ იყო მინისტრიც. აქამდე თუ იყო საეჭვო, მოდიან თუ არა, ახლა ჩვენ შეგვიძლია მათზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ ელოდებიან, რომ ჩართონ“, - აღნიშნა დეკანოზმა თეიმურაზ თათარიშვილმა.