ჩვენ ჩვენი ლოცვით უნდა დავეხმაროთ პატრიარქს, - ამის შესახებ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ კავკასიის მედიცინის ცენტრთან მედიასთან განაცხადა.
ეპისკოპოსის თქმით, მას საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში პატრიარქთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა.
“ვიყავი შიგნით, ვინაიდან, იყო ნიშანი, რომ ჩვენი ქრისტე არის დღეს აქ. ვლოცულობთ, ვინაიდან პატრიარქი ხშირად იყო ხოლმე ჩვენთან ერთად… რამდენი საუბარი გვქონდა მასთან ერთად. ამ დღეებში ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ ერთად.
31 წელია, მე საქართველოში ვარ და ამ 31 წლის განმავლობაში ხშირი კავშირი მქონდა მასთან. გვქონდა მამა-შვილური კავშირი. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ის არის დიდი მწყემსი და კეთილი მწყემსი. ჩვენ ჩვენი ლოცვით უნდა დავეხმაროთ”, - განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.