ბენიამინ ნეთანიაჰუ - ძირს ვუთხრით რეჟიმს იმ იმედით, რომ ირანელ ხალხს მისი მოშორების შანსი მივცეთ - წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია

ძირს ვუთხრით რეჟიმს, რათა ირანელებს მისი მოშორების შანსი მივცეთ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კერძოდ, ნეთანიაჰუ 17 მარტს ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის და “ბასიჯი” ძალების მეთაურის, ღოლამრეზა სოლეიმანის ლიკვიდაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისრაელი “ძირს უთხრის ამ რეჟიმს იმ იმედით, რომ ირანელ ხალხს მისი მოშორების შანსი მისცეს”.

ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუმ ლარიჯანი აღწერა როგორც “რევოლუციის გუშაგთა [კორპუსის]- მეთაური ბანდიტების ბანდის, რომელიც რეალურად მართავს ირანს”. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, სოლეიმანი “მათ თანაშემწეებს შორის იყო, ვინც თეირანისა და ირანის სხვა ქალაქების ქუჩებში ტერორს ახორციელებდნენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ”.

ასევე, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ წინა დღით აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან ისაუბრა სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეებით თანამშრომლობის თემაზე.

“ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვეხმარებით ყურეში. თანამშრომლობაა ჩვენს საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის, ჩემს, პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს შორის. დავეხმარებით როგორც არაპირდაპირი დარტყმებით - რითაც უზარმაზარ ზეწოლას შევქმნით ირანულ რეჟიმზე - ასევე პირდაპირი ოპერაციებით…

წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია. ჭკვიანური სტრატეგიით უნდა ვაწარმოოთ ომი. ჩვენს ყველა სტრატეგიას აქ ვერ გავამხელთ, მაგრამ, როგორც ვთქვი, ბევრია”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს