ამერიკას ადრე თუ გვიან მოუწევდა ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. რასაც ირანი აკეთებდა, ის საფრთხე იყო გლობალური მშვიდობისთვის, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
მელაშვილის თქმით, ირანი ტერორიზმს აფინანსებდა.
“არ ვიზიარებ აზრს, რომ ირანი ამერიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, რადგან რასაც ირანი აკეთებდა, საფრთხე იყო გლობალური მშვიდობისთვის. რაც დრო გადიოდა, ახლო აღმოსავლეთში, წინა აზიაში სერიოზული ფაქტორი ხდებოდა, როგორც დესტაბილიზატორი - იყო სამხედრო ძალები, რომლებსაც ირანი აფინანსებდა. მიუხედავად იმისა, რომ 40 წელზე მეტია, სანქციების ქვეშ იყო ქვეყანა, მას ჰქონდა იმის ფინანსური საშუალებები, რომ ტერორიზმი ეფინანსებინა არა მარტო ისრაელის წინააღმდეგ, მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა არაბულ ქვეყნებთანაც.
ამერიკას ადრე თუ გვიან მოუწევდა ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. რაც ირანმა ისრაელში დაატრიალა შეჭრის შემდეგ, იმაზე მიუთითებს, რომ რაც არ უნდა ამერიკამ მოინდომოს, გაჩერდეს, მას არ მისცემენ გაჩერების საშუალებას, გაჩერდება და ასეთი რაღაცები მოხდება.
ამერიკა ყოველთვის მეტ-ნაკლებად კარგად ახერხებდა სამხედრო ოპერაციების წარმართვას. მას, მაინც, როგორც ჩანს, აკლდა გამოცდილება, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, ვერ ალაგებდა ურთიერთობას და უშვებდა შეცდომას. ავღანეთში ისეთ ხალხზე გააკეთა აქცენტი, ისეთ კორუფციაში ჩაერთო შემდეგ ავღანეთი, რომ ავღანელებმა თვალი დახუჭეს თალიბების მობრუნებაზე.
ჩემი აზრით, ისრაელის ტაქტიკა განსხვავდება ამერიკელებისგან. ისრაელს პირდაპირ აქვს აქცენტი რეჟიმის შეცვლასა და პირობების შექმნაზე, მას უნდა, რომ საფრთხე მოსპოს. მანამდე ირანს, განსხვავებით არაბული ქვეყნებისგან, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ისრაელთან, სანამ ხამენეი არ მოვიდოდა.
ამერიკა არ ცდილობს, გაანადგუროს ირანის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც რეჟიმის შეცვლის შემდეგ უნდა გამოდგეს სწრაფად განვითარებისთვის. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სწორედ ეს - რეჟიმი თუ შეიცვალა, სანქციები არ მოიხსნა და ირანის ეკონომიკა არ ამუშავდა, მაშინ ისევ გაძლიერდებიან ის ძალები, რომლებიც წინა რეჟიმის მომხრეები იყვნენ”, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.