დონალდ ტრამპი - ძალიან მალე რაღაცას გავაკეთებთ კუბასთან მიმართებაში

ძალიან მალე რაღაცას გავაკეთებთ კუბასთან მიმართებაში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.

“კუბა ამ მომენტში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მარკოს [რუბიო] ელაპარაკებიან და ძალიან მალე რაღაცას ვიზამთ კუბასთან მიმართებაში. ძალიან ფოკუსირებულები ვართ ამაზე, ვმუშაობთ კუბაზე”,-განაცხადა ტრამპმა.

ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გადასცა.

“კუბას აქვს ეკონომიკა, რომელიც არ მუშაობს, და პოლიტიკური მმართველობითი სისტემა, რომელსაც ამის გამოსწორება არ შეუძლია. ასე რომ, მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალონ. ის, რაც გუშინ გამოაცხადეს, საკმარისი არ არის, ამას ვერ გამოასწორებს. ასე რომ, ელოდეთ დიდ გადაწყვეტილებებს ამაზე…

თქმა არ მჭირდება, რომ [კუბას წინააღმდეგ სავაჭრო] ემბარგო კუნძულზე პოლიტიკურ ცვლილებას არ უკავშირდება. ემბარგო კოდიფიცირებულია. საბოლოო ჯამში, მათი ეკონომიკა არ მუშაობს, არაფუნქციური ეკონომიკაა.

რევოლუციის შემდეგ, რომელიც არცაა რევოლუცია, ისინი სუბსიდიების მეშვეობით ცოცხლობდნენ - საბჭოთა კავშირისგან და ახლა ვენესუელისგან. აღარ იღებენ სუბსიდიებს. ასე რომ, დიდ პრობლემებში არიან და ხელისუფლებაში მყოფმა ხალხმა არ იცის როგორ გამოასწოროს ეს. ასე რომ, ახალი ხალხი უნდა მოიყვანონ ხელისუფლებაში”, -განაცხადა რუბიომ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს