პაატა დავითაია - კათოლიკოს-პატრიარქმა უდიდესი წვლილი შეიტანა, რათა აფხაზეთიდან დევნილ მრევლს ჰყოლოდა სულიერი წინამძღვარი

შეუფასებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე. კათოლიკოს-პატრიარქმა უდიდესი წვლილი შეიტანა, რათა აფხაზეთიდან დევნილ მრევლს ჰყოლოდა სულიერი წინამძღვარი, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელდა.

პაატა დავითაია საქართველოსა და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს უსამძიმრებს ილია II-ეს გარდაცვალებას.

„პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ღრმა მწუხარებას და დიდ გულისტკივილს გამოვხატავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო.

შეუფასებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე. კათოლიკოს-პატრიარქმა უდიდესი წვლილი შეიტანა, რათა აფხაზეთიდან დევნილ მრევლს ჰყოლოდა სულიერი წინამძღვარი. მას განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება ჰქონდა აფხაზეთის მიმართ.

ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ყოველი შეხვედრა. ეს იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთები.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს და ქრისტიანულ სამყაროს“, - ნათქვამია პაატა დავითაიას განცხადებაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს