საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქოშია დასვენებული, მოგვიანებით სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ

არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კლინიკიდან საპატრიარქოშია გადასვენებული.

დავითაშვილის განმარტებით, პატრიარქს რამდენიმე საათში, ან ხვალ გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში.

“პირველ რიგში, გეტყვით, რომ საუბარი ძალიან მიმძიმს, უბრალოდ გეტყვით, რომ აპატიოსნებენ მის უწმინდესობას, ვფიქრობ, ორ საათში გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში, ან ხვალ დილით, ზუსტად არ არის გადაწყვეტილი", - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ გააკეთა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს