ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, რომელიც დიდი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი იყო“, - წერს გიდეონ საარი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.