ირანში აცხადებენ, რომ ალი ლარიჯანის მკვლელობის გამო შურს იძიებენ

ირანში აცხადებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის მკვლელობისთვის შურს იძიებენ.

„ღამით მტრის ცა თქვენთვის უფრო სანახაობრივი გახდება“, - აღნიშნა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო ძალების მეთაურმა, სარდარ მუსავიმ.

მოგვიანებით, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ ლარიჯანის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით, ისრაელის წინააღმდეგ ინტენსიური თავდასხმები დაიწყო.

ირანის არმიის მთავარსარდლის, გენერალ-მაიორ ამირ ჰატამის თქმით, ლარიჯანის სიკვდილზე ირანის პასუხი „გადამწყვეტი და სამწუხარო იქნება“.

„ამ დიდებული მოწამის და სხვა მოწამეების სისხლის გამო შურისძიება მოხდება“, - აღნიშნა ჰატამიმ.

ირანის „ხატამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ალი აბდოლაჰიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მხრიდან სიურპრიზებს უნდა დაელოდოს და რომ შეიარაღებული ძალების პასუხი „იმაზე უფრო დამანგრეველი იქნება, ვიდრე მტრის ქმედებები, ან წარმოსახვაა და რომ ეს გზა მის დანებებემადე გაგრძელდება.“

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს