ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომის გლობალური შედეგები ყველას დააზარალებს.
„გლობალური შედეგების ტალღა ახლახან დაიწყო და ყველას დააზარალებს - სიმდიდრის, რწმენისა და რასის მიუხედავად - ჩვენ ერთი მტერი გვყავს“, - წერს აბას არაღჩი X-ზე.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ კიდევ მეტმა დასავლელმა ჩინოვნიკმა უნდა აიმაღლოს ხმა ირანის ომის წინააღდეგ.
„მზარდი რაოდენობის ხმები (მათ შორის) ევროპელი და ამერიკელი ჩინოვნიკები - აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ ომი უსამართლოა. საერთაშორისო საზოგადოების მეტმა წევრმა უნდა მიბაძოს მათ“, - წერს არაღჩი.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორმა ჯო კენტმა თანამდებობა დატოვა. მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „კურსის შეცვლისკენ“ მოუწოდა. X-ზე გამოქვეყნებულ წერილში, ჯო კენტმა დაწერა, რომ ირანი აშშ-სთვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენს და რომ ადმინისტრაციამ „ეს ომი ისრაელისა და მისი ძლიერი ამერიკული ლობის ზეწოლის გამო დაიწყო“.