Samsung ტელევიზორების მსოფლიო ბაზარზე ლიდერის პოზიციას 2006 წლიდან ინარჩუნებს (გაყიდვების წილის მიხედვით). კვლევითი კომპანია Omdia-ს მონაცემებით, 2025 წელს კომპანიამ ტელევიზორების გლობალური ბაზრის 29.1%-იანი წილი მოიპოვა. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Samsung-ის ლიდერობას პრემიუმ სეგმენტში, ულტრა-დიდი ეკრანებისა და ახალი თაობის დისპლეის ტექნოლოგიების მიმართულებით.
Samsung ლიდერობს 2,500 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ტელევიზორების პრემიუმ სეგმენტში, სადაც მისი წილი 54.3%-ს შეადგენს. ეს შედეგი განპირობებულია Neo QLED, OLED და Lifestyle ტელევიზორების გაყიდვებით. კომპანიამ ასევე შეინარჩუნა ლიდერობა 1,500 დოლარზე მეტი ღირებულების ტელევიზორების სეგმენტშიც, სადაც მისი წილი 52.2%-ს შეადგენს.
„როდესაც მომხმარებლები ტელევიზორს ირჩევენ, ისინი ირჩევენ ბრენდს, რომელსაც წლების განმავლობაში შეიძლება ენდონ, “— განაცხადა Samsung Electronics-ის Visual Display (VD) ბიზნესის პრეზიდენტმა და ხელმძღვანელმა, SW Yong-მა. „ჩვენი 20-წლიანი ლიდერობა ტელევიზორების გლობალურ ბაზარზე სწორედ ამ ნდობას ასახავს — ნდობას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი საინჟინრო გამოცდილებისა და პრემიუმ ინოვაციების საფუძველზეა აშენებული. “
ინდუსტრიის განვითარების განმსაზღვრელი ინოვაციების 20 წელი
მას შემდეგ, რაც 2006 წელს დიზაინზე ორიენტირებული Bordeaux TV-ის საშუალებით პირველად დაიკავა ლიდერის პოზიცია, Samsung-ი უწყვეტი ინოვაციებით განაგრძობს ტელევიზორების ინდუსტრიის განვითარებას:
გამოსახულების ხარისხის, სმარტ ფუნქციებისა და ეკრანის ტექნოლოგიების უწყვეტი განვითარების შედეგად, Samsung-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა დღევანდელი პრემიუმ ტელევიზორების სტანდარტების ჩამოყალიბებაში
ლიდერის პოზიციის გაძლიერება პრემიუმ და ახალი თაობის ტელევიზორებში
ინოვაციების მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, Samsung აგრძელებს პრემიუმ ტელევიზორების განვითარებას. კომპანია აფართოებს Micro RGB მოდელების ხაზს, ავითარებს ახალი თაობის ეკრანის ტექნოლოგიებს და კიდევ უფრო ამყარებს ლიდერობას მაღალი წარმადობის ეკრანების მიმართულებით. პარალელურად, კომპანია აგრძელებს OLED და Neo QLED სერიების განვითარებას, მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის გამოსახულებას, ულტრა-დიდ ეკრანებსა და განსხვავებულ ვიზუალურ გამოცდილებას.
Samsung ასევე აფართოებს Mini LED ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მოდელების არჩევანს, გვთავაზობს გაუმჯობესებულ სიკაშკაშეს, კონტრასტსა და ეს ყველაფერი უკვე სხვადასხვა ზომის ეკრანისა და ფასის კატეგორიაში, რათა მოწინავე დისპლეის შესაძლებლობები კიდევ უფრო ფართოდ გახდეს ხელმისაწვდომი. ამასთან, კომპანია აქტიურად ზრდის ინვერსტიციებს AI-ზე დაფუძნებულ ტელევიზორებში, სადაც ჩამონტაჟებული ჭკვიანი პროცესორები რეალურ დროში ოპტიმიზაციას უკეთებს გამოსახულებას და ხმას, რათა ყველაფერი მომხმარებლის გემოვნებაზე იყოს მორგებული.
გლობალურ ბაზარზე ორი ათწლეულის განმავლობაში დადასტურებული ლიდერობით, Samsung კვლავ რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და სანდო ტელევიზორების ბრენდად. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ბაზრის წამყვან ტექნოლოგიებს სხვადასხვა ფასის, ეკრანის ზომისა და ინოვაციური შესაძლებლობების მქონე მოდელების სახით.
(R)