მეუფე საბა ინწკირველი - ილია II დარჩება მეხსიერებაში, როგორც მამობრივი სიყვარულით აღსავსე პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთსა და ერს - ურთულეს პერიოდში მან ღირსეულად იტვირთა ეკლესიის საჭეთმპყრობლის მძიმე ჯვარი და სიყვარულით გაუძღვა ეკლესიას

ილია II დარჩება ქართველთა მეხსიერებაში როგორც მამობრივი სიყვარულით აღსავსე პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთსა და ერს - ურთულეს ისტორიულ პერიოდში მან ღირსეულად იტვირთა ეკლესიის საჭეთმპყრობლის მძიმე ჯვარი და სიბრძნით, სიმშვიდითა და სიყვარულით გაუძღვა საქართველოს ეკლესიას, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეუფე საბა წერს, პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი განუზომელია: მისი ლოცვითა და ძალისხმევით განმტკიცდა ეკლესიის ერთობა, აღდგა მრავალი ტაძარი და მონასტერი, გაძლიერდა სულიერი ცხოვრება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ემიგრაციაში, მრავალმა ადამიანმა კვლავ იპოვა გზა ეკლესიისკენ.

„სამშობლოდან შორს მყოფმა ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. ეს არის დიდი დანაკლისი არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიისთვის, არამედ მთელი ქართველი ერისთვის.

მისი უწმინდესობა მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი და მაგალითი. ურთულეს ისტორიულ პერიოდში მან ღირსეულად იტვირთა ეკლესიის საჭეთმპყრობლის მძიმე ჯვარი და სიბრძნით, სიმშვიდითა და სიყვარულით გაუძღვა საქართველოს ეკლესიას. მისი მსახურება იყო სავსე ქრისტიანული თავმდაბლობით, ლოცვითა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით.

პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი განუზომელია: მისი ლოცვითა და ძალისხმევით განმტკიცდა ეკლესიის ერთობა, აღდგა მრავალი ტაძარი და მონასტერი, გაძლიერდა სულიერი ცხოვრება არა მხოლოდ საქართველოში არამედ ემიგრაციაში, მრავალმა ადამიანმა კვლავ იპოვა გზა ეკლესიისკენ. იგი დარჩება ქართველთა მეხსიერებაში როგორც მამობრივი სიყვარულით აღსავსე პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთსა და ერს.

ვმადლობ უფალს იმისთვის, რომ ჩვენს თაობას მიეცა შესაძლებლობა ეცხოვრა და ემსახურა ასეთ დიდ სულიერ მამასთან ერთად.

ვუსამძიმრებ საქართველოს ეკლესიას, სამღვდელოებასა და მთელ ქართველ ერს ამ დიდ მწუხარებას. უფალმა დაამკვიდროს მისი ნეტარი სული ცათა სასუფეველში და მარადიული ხსენება დაუმკვიდროს მას.

თქვენო უწმინდესობავ, შევთხოვ უფალს თავის მარადიულ სასუფეველში დაგამკვიდროთ“, - წერს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს