აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის მიწისქვეშა სარაკეტო ობიექტები დაბომბა

აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის მიწისქვეშა სარაკეტო ობიექტები დაბომბა, - ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

„რამდენიმე საათის წინ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა წარმატებით გამოიყენეს რამდენიმე 5,000 ფუნტიანი, ღრმად შეღწევადი საბრძოლო მასალა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ჰორმუზის სრუტის მახლობლად მდებარე ირანის მიწისქვეშ გამაგრებულ სარაკეტო ობიექტებზე“, - წერს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-მა დარტყმები GBU-72-ის ტიპის ბომბებით განახორციელა, რომლებიც მიწისქვეშა სამიზნე ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენება.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს