ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სასამართლოს ცნობით, მამაკაცი, სახელად კუროშ კეიანი, გასულ წლის ივნისში, ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი ომის დროს დააკავეს.
„დამნაშავე, რომელიც სიკვდილით დღეს დასაჯეს, ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადს“ ინფორმაციას აწვდიდა. მან მომზადება ექვს ევროპულ ქვეყანასა და თელ-ავივში გაიარა“, - წერს ირანის სასამართლოს მედია საშუალება Mizan-ი.
ცნობისთვის, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თეირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილით დასჯის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.