ილჰამ ალიევი - მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ტრადიციული კავშირების განვითარებასა და განმტკიცებაში

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობები მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ჩვენი დროის გამორჩეული რელიგიური ფიგურაა“, - აღნიშნულია წერილში.

ილჰამ ალიევი ხაზს უსვამს, რომ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და ძალისხმევა კეთილშობილურ საქმეებს მიუძღვნა თავისი ხალხისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

„კავკასიის ხალხებს შორის მშვიდობის, უსაფრთხოების, სოლიდარობის, რელიგიათაშორისი გაგებისა და დიალოგის დამყარებისკენ მიმართული ინიციატივებით, მისი უწმინდესობა ილია II მილიონობით ადამიანის გულში ჩაიბეჭდა, მიუხედავად მათი ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა, და ღრმა პატივისცემა და თანაგრძნობა დაიმსახურა. მისმა უწმინდესობამ, ილია II-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ტრადიციული კავშირების განვითარებასა და განმტკიცებაში. ამ ღრმა დანაკარგის მწუხარების გაზიარებით, სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, მთელ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც პირადად, ასევე აზერბაიჯანის ხალხის სახელით“, - ნათქვამია წერილში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს