ბეირუთში ისრაელის დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ბეირუთში ისრაელის დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცენტრალურ ბეირუთში დარტყმების განხორციელებამდე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილა და აღნიშნა, რომ დარტყმების სამიზნე „ჰეზბოლას“ ობიექტები იყო.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაშავდა.

ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ლიბანის დედაქალაქში მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს