მედია - თეირანში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე ირანის დაზვერვის მინისტრი, ესმაეილ ხატიბი იყო

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღამით ირანის დედაქალაქ თეირანში განხორციელებული საჰაერო დარტყმის სამიზნე ქვეყნის დაზვერვის მინისტრი, ესმაეილ ხატიბი იყო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

დარტყმის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, Iran International-მა გაავრცელა, რომელიც ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა მალევე დაადასტურა.

The Times of Israel-ი წერს, რომ ისრაელი დარტყმის შედეგებს იკვლევს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს