თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უდიდესი მწუხარებით უერთდება იმ საერთო ეროვნულ ტკივილს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებამ გამოიწვია. საქართველომ დაასრულა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქა თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ღვთით განისვენა ადამიანმა, რომელიც გამოწვევებით სავსე პერიოდში, ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის მორალური ღერძი, სიმშვიდის გარანტი და იმედის უშრეტი წყარო. მისი ცხოვრება იყო არა მხოლოდ მღვდელმთავრული მსახურება, არამედ საკუთარი ერისადმი თავგანწირული სიყვარულისა და უსაზღვრო მოთმინების ცოცხალი მაგალითი.

უწმინდესისა და უნეტარესის წასვლა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ამქვეყნიური გზის დასასრული – ეს არის დიდი დანაკლისი ყოველი ოჯახისთვის, რომელთათვისაც მისი სიტყვა - ნუგეში, ხოლო მისი ლოცვა მფარველი ძალა იყო. მან შეძლო ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი შეენარჩუნებინა ერისთვის სულიერი ერთობა და გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმშვიდესა და ურთიერთპატივისცემაშია.

ჩვენი - უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ქედს ვიხრით მისი ნათელი ხსოვნის წინაშე. პატრიარქის მიერ დატოვებული სულიერი მემკვიდრეობა, მისი სიბრძნით აღსავსე დარიგებები და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარული და ერთგულება მარადიულ ორიენტირად დარჩება მომავალი თაობებისთვის.

ამ უმძიმეს წუთებში ვუთანაგრძნობთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს. მისი სული განისვენებს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, ხოლო მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიის უკვდავ ფურცლებზე.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს