ესპანეთი უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ესპანეთი უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს.

„მსურს გაცნობოთ, რომ ესპანეთი 2026 წელს 1 მილიარდი ევროს ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. სულ, ამ ომში ესპანეთის დახმარება 4 მილიარდ ევროს მიაღწევს“, - განაცხადა სანჩესმა ზელენსკისთან შეხვედრაზე.

ამასთან, ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინულმა და ესპანურმა თავდაცვის კომპანიებმა თანამშრომლობის სფეროში ხელი ოთხ შეთანხმებას მოაწერეს.

ზელენსკის ცნობით, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ საინჟინრო და ტექნოლოგიური ჯგუფის, Sener Aerospace & Defence-ის ხელმძღვანელობას შეხვდა.

„შეთანხმებები რაკეტების წარმოებისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დამყარებას მოიცავს. ეს უკრაინის მიერ ცის დაცვას გააძლიერებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს