გარეგინ II - რთულ პერიოდებში ილია მეორე მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინ უძღოდა მრევლს და მტკიცედ იცავდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას

რთულ პერიოდებში ილია II მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინ უძღოდა თავის მრევლს და მტკიცედ იცავდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას. ამის შესახებ განცხადებას სრულიად სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II ავრცელებს.

“მისი უწმინდესობის კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მრავალწლიანი სასულიერო მსახურება რწმენის სიმტკიცისა და თავდადებული სულიერი ლიდერობის დასტური იყო. მისი პატრიარქობა აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით, ეკლესიური ცხოვრების განმტკიცებითა და გამოცოცხლებით. რთულ პერიოდებში პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინ უძღოდა თავის მრევლს და მტკიცედ იცავდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას”, - აღნიშნავს გარეგინ II.

ასევე აღნიშნულია, რომ გარეგინ II-მ “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებსა და მგლოვიარე მეგობარ ქართველ ხალხს უსურვა, რომ მისი უწმინდესობის ხსოვნა ყოველთვის ნათელი დარჩეს მისი ერთგული შვილების გულებში და მომავალი თაობებისთვის შთაგონების წყარო გახდეს”.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს