ცენტრალურ ისრაელში სარაკეტო იერიშს უცხოელი მუშა ემსხვერპლა, დასავლეთ სანაპიროზე კი - სამი პალესტინელი ქალი დაიღუპა

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, სოფელ მოშავ-ადანიმში სარაკეტო იერიშის შედეგად 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცი უცხოელი მუშა იყო და პარამედიკოსებმა ის ადგილზე გარდაცვილი იპოვეს.

ამასთან, ირანის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დასავლეთ სანაპიროს ბეით-ავას რაიონში მდებარე სილამაზის სალონს რაკეტების ნამსხვრევები დაეცა, რის შედეგადაც, „პალესტინის წითელი ნახევარმთვარის“ ინფორმაციით, სამი პალესტინელი ქალი დაიღუპა და 13 დაშავდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს