ანზორ ჩუბინიძე მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაზე, დაესწროს პატრიარქის დაკრძალვას - უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია, თუმცა პირადად არ დავუჭერდი მხარს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, პირადად ის მხარს არ დაუჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასწრებას.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს, შესაძლოა, „რაღაც აღელვება“ მოჰყვეს ხალხში.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია. უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელი იქნება, თუმცა პირადად არ დავუჭერდი მხარს. მასებთან შესაძლებელია რაღაც აღელვება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს“,- აღნიშნავს ჩუბინიძე „ტვ პირველთან".

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე მიიყვანონ.

„ვთხოვე ჩემს ადვოკატს განცხადების დაწერა და ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი