სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.
ისინი სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობით მივიდნენ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.