სამების საკათედრო ტაძარში ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მივიდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, თბილისის მერი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.