დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბენიამინ  ნეთანიაჰუს სთხოვა, ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები არ განეხორციელებინა და ერთმანეთს კარგად უგებენ, თუმცა ხანდახან ის „რაღაცებს აკეთებს, რაც არ მოსწონს“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა, რომ ირანის ბუნებრივი აირისა და ნავთობის ობიექტებზე დარტყმები არ განეხორციელებინა.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.

“ველაპარაკე მას. ვუთხარი, რომ ეს არ გაეკეთებინა. დამოუკიდებლები ვართ, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ეს კოორდინირებულია, მაგრამ ხანდახან ის [ნეთანიაჰუ] რაღაცებს აკეთებს, რაც არ მომწონს”, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, აქამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა არ იცოდა ისრაელის გეგმის შესახებ დაერტყა ირანში “სამხრეთ ფარსის” ბუნებრივი აირის საბადოსთვის. ამავდროულად, CNN წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებდა, რომ ტრამპმა იცოდა ამ გეგმების შესახებ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი