დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბენიამინ  ნეთანიაჰუს სთხოვა, ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები არ განეხორციელებინა და ერთმანეთს კარგად უგებენ, თუმცა ხანდახან ის „რაღაცებს აკეთებს, რაც არ მოსწონს“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა, რომ ირანის ბუნებრივი აირისა და ნავთობის ობიექტებზე დარტყმები არ განეხორციელებინა.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.

“ველაპარაკე მას. ვუთხარი, რომ ეს არ გაეკეთებინა. დამოუკიდებლები ვართ, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ეს კოორდინირებულია, მაგრამ ხანდახან ის [ნეთანიაჰუ] რაღაცებს აკეთებს, რაც არ მომწონს”, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, აქამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა არ იცოდა ისრაელის გეგმის შესახებ დაერტყა ირანში “სამხრეთ ფარსის” ბუნებრივი აირის საბადოსთვის. ამავდროულად, CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებდა, რომ ტრამპმა იცოდა ამ გეგმების შესახებ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!