საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მრევლი ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. მორწმუნეები დილიდან ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შეიკრიბნენ და სადღესასწაულო ლოცვა აღავლინეს.
მუსლიმები ბაირამის დღესასწაულამდე ერთთვიან მძიმე მარხვაში იმყოფებოდნენ.
საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ მეჩეთში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, ადამ შანთაძემ ქრისტიან სამყაროს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.
ბაირამის დღესასწაული აჭარის მასშტაბით სხვადასხვა მეჩეთშიც აღნიშნეს.