სიონის ტაძრის დეკანოზი - უწმინდესობამ მოღვაწეობა, როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, სწორედ სიონის უძველესი საპატრიარქო ტაძრიდან დაიწყო და ამას „მზიანი ღამე“ უწოდა

უწმინდესობამ მოღვაწეობა, როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, სწორედ სიონის უძველესი საპატრიარქო ტაძრიდან დაიწყო - მას „მზიანი ღამე“ უწოდა, - ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, მამა გიორგი სანამაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვისთვის შეირჩა სასურველი საპატიო ადგილი.

„უწმინდესობამ მისი მოღვაწეობა, როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, სწორედ სიონის უძველესი საპატრიარქო ტაძრიდან დაიწყო - მას „მზიანი ღამე“ უწოდა. შეირჩა სასურველი, საპატიო ადგილი - სიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საკურთხევლის შესასვლელთან ამბიონზე, სადაც დაბრძანებულია ქართველი ერის, სათაყვანო სიწმინდე, წმინდა ნინოს ჯვარი. ასევე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი“,- აღნიშნავს მამა გიორგი სანამაშვილი.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი