საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი წირვას არ აღავლენს და მხოლოდ წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, „არის სრულიად გაუგებარი“.
როგორც ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, მსოფლიო პატრიარქის ჩამოსვლა დიდი პატივია ქვეყნისთვის და აუცილებელია შესაბამისი პატივისცემის გამოხატვა.
„არ შეიძლება არ გამოვხატო დიდი წუხილი იმის შესახებ თუ რა დატრიალდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. პატრიარქი მზად იყო და მოდიოდა იმისთვის, რომ წირვა აღევლინა. ეს იყო ბუნებრივი, პირველ რიგში, კანონიკიდან და ასევე მათი ურთიერთობიდან გამომდინარე.
ასევე მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული ეკლესიისთვის, მისი ადგილისთვის მსოფლიო ეკლესიებს შორის, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო პატრიარქისთვის, ამას ყოველთვის დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა.
ის, რომ გარდაიქმნა და წირვას არ აღავლენს და მხოლოდ მონაწილეობას მიიღებს წესის აგებაში, ეს არის სრულიად გაუგებარი თუ რას ნიშნავს. იმედი მაქვს ეს ყველაფერი გამოსწორდება, რადგან ჩვენი ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ აღიარებული და ვიყოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკლესია ეკლესიათა შორის. იმით, რომ ვართ ერთ-ერთი პირველთა შორის და ეს არ უნდა დაიკარგოს.
ძალიან დიდი პატივია, რომ ჩამოდის მსოფლიო პატრიარქი. ამას პატივი უნდა ვცეთ ყველანაირად“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.