სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოქალაქეების მცირე ნაწილის შეშვება ისევ დაიწყო

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოქალაქეების მცირე ნაწილის შეშვება დაიწყეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ტაძარში შემოსულმა მოქალაქეებმა განაცხადეს, მათ ე.წ სპეციალური საშვი არ ჰქონდათ და „ჩვეულებრივად შემოუშვეს“.

ცნობისთვის, მანამდე საპატრიარქომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლის ტაძარში შეშვება 22 მარტის 02:00 საათიდან შეწყდებოდა, რის შემდეგაც, სამების საკათედრო ტაძარში გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა დღეს დილით, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან გააკეთა განცხადება, რომ „რადგან ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში სამგლოვიარო დღეებში, წირვის დროს ისევ იქნება მცირე კორიდორი დატოვებული, სადაც მრევლს უწყვეტად კვლავ შეეძლება ტაძარში შესვლა“.

აღსანიშნავია, რომ მრევლის იმ ნაწილს, რომელიც ტაძარში შესვლას ვერ მოახერხებს, პატრიარქთან დამშვიდობება, ილია მეორის გამოსვენებისას, 15:00 საათიდან, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე სამგლოვიარო მსვლელობისას შეეძლებოდა.

სამების საკათედრო ტაძარში შეზღუდული რაოდენობით დაიშვებოდნენ სასულიერო პირებიც.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო