მიხეილ სააკაშვილი კათოლიკოს-პატრიარქზე - სიკეთე არ იკარგება, მისი სიკეთე ძალიან ბევრს ახსოვს - მშვიდობით ჩემო ნათესავო და მეგობარო!

სიკეთე არ იკარგება, მისი სიკეთე ძალიან ბევრს ახსოვს - მშვიდობით ჩემო ნათესავო და მეგობარო! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, პატრიარქი თითქმის ყველას მეგობარი, ოჯახის წევრი და ცხოვრების ნაწილი იყო.

„სიკეთე არ იკარგება, მისი სიკეთე ძალიან ბევრს ახსოვს. ის იყო თითქმის ყველას მეგობარი, ოჯახის წევრი, ცხოვრების ნაწილი, ამას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდებოდა.

მშვიდობით ჩემო ნათესავო და მეგობარო!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრო და წესის აგების მსახურებაში მიიღო მონაწილეობა.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდებზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იყო 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეები ილია მეორესთვის პატივის მისაგებად ტაძრის ეზოში ღამესაც ათენებდნენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო