პაკისტანის საგარეო უწყება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებზე - პაკისტანი ყოველთვის მზადაა მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

პაკისტანი ყოველთვის მზადაა უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, თუკი მხარეებს ამის სურვილი აქვთ, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ტაჰირ ანდრაბიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პაკისტანი „მუდმივად უჭერს მხარს დიალოგსა და დიპლომატიას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად“.

მედიაში გაჩნდა ვარაუდი, რომ აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლები შესაძლოა, ირანელ ოფიციალურ პირებს პაკისტანში შეხვდნენ. ანდრაბიმ არც დაადასტურა და არც უარყო, რომ რომელიმე მხარესთან მოლაპარაკებების ჩატარების შესახებ დიალოგი გაიმართა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს