არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი - ყველამ კარგად დაინახა, თუ რამხელა სიყვარული გააჩნდა ერს პატრიარქის მიმართ და ეს ყველაფერი უწმინდესმა თავისი სიყვარულის უპირობო გადმოცემით დაიმსახურა

8 დღე შესრულდა, რაც ჩვენი უწმინდესი ამ ქვეყნად აღარ არის და ღვთის წინაშე წარსდგა. ყველამ კარგად დაინახა, თუ რამხელა სიყვარული გააჩნდა ერს მის მიმართ და ეს ყველაფერი უწმინდესმა თავისი სიყვარულის უპირობო გადმოცემით დაიმსახურა,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მრევლს სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქის საფლავთან შეხების უფლება ჯერ არ აქვს, ვიდრე საფლავი არ მოწესრიგდება.

„წავიკითხე კიდეც, რომ დედამიწაზე ალბათ, არ მომხდარა მსგავსი რამ, რომ მოსახლეობის 40% ერთი ადამიანის სამძიმარზე მისულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ციფრებშიც რომ გადავიყვანოთ, თუ რამხელა სიყვარული ჰქონია ერს პატრიარქის მიმართ. პანაშვიდები უწყვეტ რეჟიმში აღესრულება. მამაოები ასრულებენ პანაშვიდებს. ფსალმუნების კითხვაც უწყვეტად არის. მონაზვნები კითხულობენ ფსალმუნებს და მრევლს, მომლოცველებს, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ საფლავთან ახლოს მივიდნენ. საფლავთან შეხების საშუალება გარკვეული პერიოდი არ აქვთ, სანამ არ მოწესრიგდება. ხვალ მეცხრე დღეა. ღვთის განგებით ისე დაემთხვა, რომ ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. იქნება პარაკლისი, რომელიც ყოველწლიურად სრულდება და ასევე, პანაშვიდიც შესრულდება, რომელსაც მღვდელმთავრები და სამღვდელოება შეასრულებენ", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.

ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს